visa to Russia

რუსეთის სავიზო პროცედურა:

საელჩოში წარსადგენი დოკუმენტები:

პასპორტი (ID)

ფოტოსურათი 3X4

ვიზის მიღებას ჭირდება 1 თვე.

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

visatouae

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

ბილეთისა და სასტუმროს ჯავშანი

  • სავიზო განაცხადის ფორმა:
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი(ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი(ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა(მაგ. უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ)
  • არასრუწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში(მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • სავიზო მოსაკრებელი.

ვიზის დამზადებას სჭირდება 3 სამუშაო დღე.

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

visatochina

იმისთვის, რომ მივიღოთ ჩინეთის ვიზა:

პირველ რიგში უნდა დავჯავშნოთ ჩინეთში წასასვლელი ბილეთი, ავიღოთ ავია კომპანიიდან ჯავშნის დამამტკიცებელი დოკუმენტი, შეავსებთ ბლანკს, თუ რა მიზნით და რა ვადით მივემგზავრებით ჩინეთში. და ერთ ფოტოსურათთან ერთად მივიტანოდ ჩინეთის საელჩოში, ანკეტის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ ვიღებთ პასპორტს ვიზასთან ერთად. მხოლოდ ამის შემდეგ ვიხდით ვიზის საფასურს . ვიზის საფასური ინდივიდუალურია.

ვიზის კატეგორია:

  • ერთ თვიანი ვიზა: ჩინეთში შესვლით და გამოსვლით.
  • სამ თვიანი მულტი ვიზა: ნებისმიერ დროს შესვლა და გამოსვლა მრავალ ჯერადი.
  • ექვს თვიანი მულტი ვიზა: განუსაზღვრელი რაოდენობით შესვლა გამოსვლა .

ჩინეთში გასამგზავრებლად არსებობს რამოდენიმე მოსახერხებელი ავია მარშრუტი საქართველოს მოქალაქეებისთვის, აქედან ყველაზე მეტად მისაღებია:

  1. Qatar Airways
  2. Turkish Airlines
  3. China Southern Airline

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

visatousa

USA visa procedure:

Soon it will be published.

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

visatoeu

შენგენის სავიზო პროცედურა (EU)

შენგენის ქვეყანაში შესვლის დროს მესამე ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მოქალაქეს ესაჭიროება სპეციალური ვიზები, რომლებიც გაიცემა შენგენის წევრი ქვეყნის საკონსულოს მიერ. მიუხედავად საკონსულოს მიერ ვიზის გაცემისა, მესამე ქვეყანის მოქალაქე საზღვარზე საფუძვლიან შემოწმებას გადის. მას შეიძლება ვიზასთან ერთად მოეთხოვოს სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტის, დაზღვევის, ყოველდღიური ხარჯის, მოწვევის და/ან უკან გასამგზავრებელი ბილეთის წარდეგენა. რაც შეეხება შიდა საზღვრებზე გადაადგილებას, ეს ყოველგვრი კონტროლის გარეშე ხდება, თუმცა ყველა მონაწილე ქვეყანა
უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეამოწმოს მოგზაურის საბუთი, შესაბამისად პასპორტის ტარება ქვეყნებს შორის მოგზაურობისას სავალდებულოა.

ვიზის კატეგორები
რაც შეეხება ვიზების კატეგორიზაციას, არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზები. მოკლევადიანი ვიზა არის შენგენის ზონაში 90 დღემდე გაჩერების ნებართვა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ტურისტული ვიზა 6, 9 თუ 12 თვიანია. მის მფლობელს შენგენის ზონაში დარჩენა მხოლოდ 90 დღით შუძლია. გრძელვადიანი ვიზა მის მფლობელს უფრო მეტ საშუალებას აძლევს, თუმცა ამაზე სხვა სტატიაში.

მოკლევადიანი ვიზები ასევე იყოფა ქვეკატეგორიებად, რომლებიც თავის მხრივ საკონსულოების მიხედვით იცვლება. მოკლვეადიანი ვიზის ძირითადი ქვეკატეგორებია:

  • ტურსიტული;
  • საქმიანი;
  • სამკურნალო;
  • ოჯახური მოწვევით;
  • კულტურული ხაისათის ვიზიტი;
  • ათლეტები, ჟურნალისტები;
  • ვიზა ავტომობილის შესაძენად (გერმანიის საკონსულოში).

ვიზების ქვეკატეგორიებს ვიზიტის მიზანი და საკონსულოს მიერ მოთხოვნილი საბუთები განასხვავებს.

რა საბუთებია საჭიორ ვიზის მისაღებად?
რეკომენდებულია, რომ საკონსულოში გასვლამდე მათსავე ვებგევრდზე ან საინფორმაციო ცენტრში გადამოწმდეს საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი და ზუსტად ის საბუთები შეიტანოთ, რომლებაც კონკრეტულ კატეგორიაზე ითხოვს საკონსულო, თუმცა მოთხოვნილი საბუთები ვიზის კატეგორიების მიხედვით ლოგიკურად გავს ერთამენთს. საკონსულოს უნდა დარწმუნდეს:

  • თქვენს შემოსავლებში და მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება;
  • რომ ქვეყანაში შევლისას გექნბათ საცხოვრებელი ადგილი;
  • იქნებით დაზღვეული;
  • გექნებათ ყოველდღიურად სახარჯი თანხა (მინიმუმ 50 ევრო დღეში) ან გეყოლებათ სპონსორი;
  • და, რაც მთავარია, რომ აუცილებლად დაბრუნდებით უკან.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ტიპის ვიზის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

მაგალითი 1 – ტურისტული ვიზა (საფრანგეთის საკონსულოს შემთხვევაში)

  • შევსებული ანკეტა (ფრანგულად ან ინგლისურად);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან (სტუდენტებისთვის სასწავლებლიდან);
  • ფინანსური გარანტიები: ცნობა ბანკიდან (სასტუმროს საფასურის გადახდის ქვითარი ან საბანკო ანგარიშის ბოლო 3 თვის ამონაწერი ან მესამე პირის, დამფინანსებლის ფინანსური გარანტიები);
  • არასრულწლოვანებმა (18 წლამდე) უნდა წარმოადგინონ მშობლების ნებართვა და დაბადების მოწმობა, ორივე დოკუმენტი ფრანგულად ან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიალურად დამოწმებული. ნებართვაში უნდა ფიგურირებდეს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები;
  • საზღვარგარეთის პასპორტი (ძალაში მყოფი უახლოესი 6 თვის მანძილზე, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში და უნდა შეიცავდეს 2 თავისუფალ გვერდს მაინც) + 1 ქსეროასლი (აუცილებელია ადრე მიღებული ვიზების ასლები და ძველი პასპორტი);
  • პირადობის მოწმობა + 1 ქსეროასლი;
  • ცნობა დაზღვევის შესახებ + 1 ქსეროასლი;
  • ბილეთის ჯავშანი დახურული თარიღით;
  • 1 ფოტოსურათი 3X4-ზე;
  • საბუთების შესწავლის გადასახადი- 35 ევროს ექვივალენტი ლარში (საელჩოს გაცვლითი კურსის მიხედვით).

მაგალითი 2 – კერძო მოწვევის ვიზა (ჰოლანდიის საკონსულოს შემთხვევაში)

  • განმცხადებლის აპლიკაციის ხელმოწერილი ფორმა (ორიგინალი და ასლი);
  • საზღვარგარეთის პასპორტი, მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადით მგზავრობის დასრულებიდან, 2 ცარიელი გვერდი, ყველა გვერდის ასლი გარდა ცარიელი გვერდებისა;
  • 2 ფოტოსურათი გადაღებული ბოლო 6 თვის მანძილზე – 35/45-ზე, სასურველია ბიომეტრული;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამედიცინო სადაზღვევო ვაუჩერი, რომელიც სრულად აანაზღაურებს მინიმუმ 30 000 ევროს შენგენის ზონაში ყოფნის დროს (გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, სამედიცინო გამოკვლევა, გარდაცვალება). უნდა წარადგინოთ აღნიშნული ვაუჩერის ორიგინალი და ასლი;
  • პირველადი მოგზაურობის შემთხვევაში ქორწინების მოწმობა ინგლისურ ენაზე დამოწმებული ნოტარიულად;
  • ორიგინალი მოწვევა მომწვევი ორგანიზაციიდან, რომელიც დამოწმებული იქნება მუნიციპალიტეტის მიერ;
  • რეფერანტის პასპორტის ასლი;
  • დამსაქმებელი კომპანიის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას პირის ხელფასზე და მის პოზიციაზე. ორგანიზაციის რეგისტრაციის ასლი;
  • ბოლო 3 თვის ამონაწერი ბანკიდან ან მომწვევის შრომითი ხელშეკრულება, ხელფასის ცნობა და მისი 3 თვის ამონაწერი ბანკიდან;
  • ბილეთის ორი გზის სრული ჯავშანი;
  • ნათესაობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ადასტურებს კავშირს განმცხადებლესა და მომწვევ პირს შორის;
  • არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევებში საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა ნათარგმნი ინგლისურად, დამოწმებული ნოტარიულად. ასევე ორივე მშობლის პასპორტის ასლი;

მაგალითი 3 - ავტომობილის შესაძენი ვიზა (გერმანიის საკონულოს შემთხვევაში)

  • შევსებული ანკეტა;
  • პასპორტი, რომელიც არ უნდა იყოს 10 წელზე ძველი და რომელსაც აქვს მოქმედების ვადა სულ მცირე კიდევ 6 თვე და მინიმუმ ორი თავისუფალი გვერდი, ასევე ამავე პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის ასლი, ძველი პასპორტი ვიზებისა და სასაზღვრო ბეჭდების გვერდების ასლებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ერთი ბიომეტრული ფოტოსურათი (გადაღებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში);
  • პირადობის მოწმობა + ერთი ასლი;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან ხელფასის ჩვენებით + თარგმანი;
  • ან სამეწარმეო რეესტრის ცნობა წლიური ბრუნვის მითითებით, უძრავი ქონებისა და მისგან მიღებული შემოსავლის ცნობა, პენსიის ცნობა და ა.შ. + თარგმანი;
  • 8000 ევროს შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი + თარგმანი;
  • ბოლო სამი თვის ამონაწერი თქვენი საბანკო ანგარიშიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • გერმანიაში მინიმუმ სამი ღამით გაჩერების შესაძლებლობის დამადასტურებელი საბუთი (მაგ.: სასტუმროს ჯავშანი ან მასპინძლის არაოფიციალური დადასტურება თქვენი მიღების თაობაზე, მისი გვარისა და მისამართის მითითებით);
  • ავიაბილეთის ჯავშანი;
  • დაზღვევა და მისი ერთი ასლი;
  • შესაბამის შემთხვევაში: თანდართული წერილი, სადაც თქვენ აღწერთ საქართველოში თქვენს პირად მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებს (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);პირველადი განაცხადის შემთხვევაში:
  • ქორწინების მოწმობის, შესაბამის შემთხვევაში, განქორწინების მოწმობის ან მეუღლის გარდაცვალების მოწმობის ორიგინალი + ერთი ასლი და თარგმანი;
  • არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების მოწმობების ორიგინალი + ერთი ასლი და თარგმანი;შემდგომი განაცხადების შემთხვევაში:
    მთლიანად შევსებული ”წინა ვიზით გამგზავრებისას შეძენილი ავტომანქანების სიის ბლანკი” (გთხოვთ ჩაწეროთ წინა ვიზით გამგზავრებისას გერმანიაში ყოფნის ყველა პერიოდი და ყველა შეძენილი ავტომობილი);
    წინა ვიზით გამგზავრებისას შეძენილი თითოეული ავტომობილის შემდეგი საბუთები: გერმანიაში დადებული ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი, მანქანის გერმანიაში გაცემული საბუთების ასლი;
  • იმპორტის დამადასტურებელი საბუთის ასლი + თარგმანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გასაუბრების დღე
საკონსულოში გასაუბრებაზე გასვლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია აღწერილ პროცესში და წარმატებისთვის საჭიროა შესრულდეს რამდენიმე ფაქტორი:

  • ყველა დოკუმენტი წინასწარ უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული და წარმოდგენილი;
  • მზად უნდა იყოთ საკონსულოს წარმომადგენლისგან რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. მაგალითად, ვიზიტის მიზანი, ვისთან მიბრძანდებით, რა უნდა ნახოთ დანიშნულების ქვეყანაში და ა.შ.;
  • საკონსულოში აუცილებლად თავის დროზე უნდა გამოცხადდეთ და, რაც მთავარია, იყავით პრეზენტაბელურები.